"დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 100 ევროდ გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი? - ბიძინა ივანიშვილმა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსული კანონის" შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე "ქართული ოცნების" დამსახურებაა რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
„თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესი და შედეგი ვინ არის ეს ძალა? - ეს არის „ქართული ოცნება“. ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე ქვეყანაში? მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში. "დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 100 ევროდ გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი? - ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“.
დღეს საქართველო ერია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა - დამთავრდა საუბარი. მე არანაირ კრიტიკას არ მივიღებ რომ ჩვენ რამე ძალისხმევა დავაკელით და რამე არ გავაკეთეთ. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მივაღწიეთ რომ ქვეყანა დღეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.