დღეს, მე-11 მოწვევის პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას გეგმავს. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. მთავრობის შემადგენლობის გარდა, ნდობას გამოუცხადებენ მთავრობის პროგრამასაც. აღსანიშნავია, რომ მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
რაც შეეხება ახალ მინისტრთა კაბინეტს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ისევ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ სამი მინისტრი იცვლება, კერძოდ, იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
მთავრობის სრული შემადგენლობა შემდეგნაირი იქნება:
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.