მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პარლამენტი "რუსული კანონის" განხილვას აგრძელებს

პარლამენტი

დღეს, 29 აპრილს პარლამენტში „რუსული კანონის“ განხილვა გაგრძელდება. პარლამენტში 09:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც შეტანილია „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქციაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები