დღეიდან პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა იწყება. პირველი სხდომა განათლების და მეცნიერების კომიტეტში, დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ხოლო შემაჯამებელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 15 ოქტომბერს გაიმართება.
რეგლამენტის თანახმად, დაგეგმილია ბიუჯეტის პროექტის მოსმენა ფრაქციებში, კომიტეტებსა და საპარლამენტო ჯგუფებში.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 27 მლრდ 46 მლნ ლარით არის განსაზღვრული, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 მლრდ 16 მლნ ლარით მეტია.