მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, პარლამენტში აშშ-ის ელჩს მოუსმენენ

დანიგანი

დღეს საქართველოს პარლამენტში აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს მოუსმენენ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ირკვევა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დეპუტატების წინაშე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარდგება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

დეპუტატები რობინ დანიგანის „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის“ თემაზე მოუსმენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები