მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 თებერვალს პარლამენტში საქართველოში აშშ-ის ელჩს მოუსმენენ

რობინ დანიგანი

28 თებერვალს საქართველოს პარლამენტში აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს მოუსმენენ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ირკვევა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დეპუტატების წინაშე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარდგება. კომიტეტის სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

დეპუტატები რობინ დანიგანის „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტებიდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის“ თემაზე მოუსმენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები