მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის ფორმატში მოუსმენენ.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 16 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება. ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეც წარდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები