დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარდგება.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება.
ირაკლი კობახიძის ბოლო ერთი წლის ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლება დეცენტრალიზაციის პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისთვის მუშაობას აგრძელებს.