დღეს რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნებია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყანა აკეთებს არჩევანს წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის.
„დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ შეხედულებს შორის. ეს არის რეფერენდუმი წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის განვითარებას. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ველოდებით 60%-მდე ხმებს მოქალაქეებისგან და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კობაძემ.