მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამას იზამს თავად „ქართული ოცნებაც“ აუცილებლად. პრემიერის თქმით, სწორედ ეს არის პრინციპული განსხვავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რომ „ქართული ოცნება“ მიყვება ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.
„მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მათ უთხრა უარი და ქართველმა ხალხმა საბოლოოდ თქვა უარი, ბნელ წარსულში დაბრუნებაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.