მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ მხოლოდ ოთხი უბანია დათვლილი, ოპოზიციას ზეიმის საფუძველი არ აქვს - კობახიძე

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საზღვარგარეთ მხოლოდ ოთხი უბანია დათვლილი და ოპოზიციას ზეიმის საფუძველი არ აქვს. კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვებს უპასუხა.

საქმე ის არის, რომ გავრცელდა საზღვარგარეთის ოთხი უბნის მონაცემები, ესენია, ავსტრალია, კორეა, იაპონია და ჩინეთი. ოთხივე უბანზე ოპოზიცია იმარჯვებს.

"სულ ოთხი უბანია, არის ავსტრალია, იაპონია და ა.შ. სადაც თითოეულში 40-50 ამომრჩეველი მონაწილეობს. ოპოზიციას საზეიმო არაფერი აქვს. წინა შემთხვევაშიც მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ დამაჯერებლად გაიმარჯვა. [გავრცელებული] მონაცემები რეალურია, თუმცა საზეიმო არაფერი აქვთ. 20 ხმით რომ მოიგებ და ამაზე ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებ თავს, ეს არის და ეს. რამდენიმე უბანი, ჯამში 200 ამომრჩეველი - 2 საათში ვილაპარაკებთ რამდენ უბანში წააგებს ოპოზიცია საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები