დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას გამოუტანა - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო.
იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა", - განაცხადა პრეზიდენტმა
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილობაზე არ დააკმაყოფილა. მერაბ ტურავას სასამართლოთა კოლეგიამ სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო. განსხვავებული აზრი ჰქონდა ორ მოსამართლეს - გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს.