11 მაისს, თბილისში საპროტესტო აქცია „ევროპის მარში - ევროპის კვირაში“ დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია დედაქალაქში სამი ლოკაციიდან 19 საათზე დაიწყება და ყველა მიმართულებიდან პროტესტის მონაწილეები ლოზუნგით - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.
შეხვედრის საწყისი ადგილებია რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო 300 არაგველი.