"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, დღეს, ქვემო ქართლის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რისი მიზეზიც საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვაა.
განცხადების თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღდგა.
"დღეს, 24 აგვისტოს, 15:02 საათზე, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგურში "ალავერდი 2", ავარიულად გამოირთო საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "ალავერდი", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქვემო ქართლის მოსახლეობის ნაწილს. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უმოკლეს დროში განხორციელდა.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო",- წერია ინფორმაციაში.




























