მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქართველოსთვის 3 საერთაშორისო აეროპორტი სრულიად საკმარისია - გიორგი მოლოდინაშვილი

აეროპორტი

თელავის აეროპორტი, რომლის მშენებლობაც წელს უნდა დაიწყოს კახეთს დააკავშირებს ყველა შიდა და საერთაშორისო აეროპორტთან, - ასეთია სახელმწიფოს მოლოდინი.

რამდენად სჭირდება საქართველოს მეოთხე საერთაშორისო აეროპორტი და როგორია თელავის აეროპორტის პერსპექტივა საერთაშორისოს სტატუსით, BMG-სთან ავაჭრო-სამრეწველო პალატის საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნისთვის სამი საერთაშორისო აეროპორტი სრულიად საკმარისია.

"ნებისმიერ აეროპორტს აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს საერთაშორისო რეისები. მე ვფიქრობ, აქ ნაკლებად უნდა გამახვილდეს ყურადღება ინფრასტრუქტურაზე, რისი გარდაქმნაც ყოველთვის შეიძლება. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ მოხერხდება მგზავრთნაკადის გენერირება, რაც ავიაკომპანიების მოზიდვის რთულ პროცესთანაცაა დაკავშირებული. შესაბამისად, ძალიან ნაადრევია ვთქვათ, თელავის აეროპორტს საერთაშორისო კუთხით რა პერსპექტივა ექნება. ჩვენ უნდა შევხედოთ მას ადგილობრივი რეისების კუთხით, დანარჩენს დრო გამოაჩენს.

ერთმნიშვნელოვნად კარგია, რომ კეთდება და მიმდინარეობს სამუშაოები, მაგრამ თელავის აეროპორტის მიმართ საერთაშორისოს სტატუსის მიცემა ძალიან ნაადრევია. მე ვფიქრობ, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის 3 საერთაშორისო აეროპორტი დღეისთვის სრულიად საკმარისია. თუმცა, რა იქნება მომავალში რთული სათქმელია. პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა და როგორი იქნება 2027 წლისთვის მგზავრთნაკადი შეუძლებელია ეს აქედან შევაფასოთ. ქუთაისის აეროპორტი თუ ამდენ მგზავრს მიიღებდა, ასეთი წარმატებული იქნებოდა არავის ეგონა და გვახსოვს როგორი იყო სკეპტიციზმი. თელავის აეროპორტი, ან სხვა ნებისმიერი აეროპორტი რამდენად წარმატებული იქნება დამოკიდებულია იმაზეც, როგორ განვითარდებიან ავიაკომპანიები და პირველ რიგში, ქართული ავიაკომპანიები" - განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილი BMG-სთან.

შეგახსენებთ, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს – ის 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.

ვგეგმავთ, რომ თელავის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები წელსვე დავიწყოთ - მინისტრის მოადგილე

უახლოეს პერიოდში გადაწყდება, თუ რა ფორმით განვითარდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - მარიამ ქვრივიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები