მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

EUGBC
19.11.26 08:40
• 126

დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია - Bridging Markets, Connectivity, and Sustainable Growth გაიმართება.

ღონისძიება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) შავი ზღვის პლატფორმის (BSP) ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, BSEC-ის გენერალური მდივნის მოადგილე დიმიტრიოს რალისი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი ტომას კაირისი, IFC-ის მენეჯერი საქართველოში შაბანა ხავარი და GIZ-ის პროექტის დირექტორი ტორბენ ჰაინემანი გახსნიან.

"კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნება ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან.
აქცენტი გაკეთდება დერეფნის გაძლიერებისკენ მიმართულ დიპლომატიური სინერგიაზე, მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების პროექტებზე და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში პროფესიულ განათლებაზე", - ნათქვამია EUGBC-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები; მათ შორის 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი, კონსტანცას პორტიდან, ჩორნომორსკის პორტიდან და ნიდერლანდების სამეფოს წამყვანი ლოგისტიკური კომპანიებიდან, აგრეთვე, კომპანიები ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები