დღეს, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო, ბათუმის და თბილისის აეროპორტებში 8 ავიარეისი გაუქმდა.
აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 6 ფრენა - 3 თელ-ავივის, 2 თეირანის და 1 ერთი ქუვეითის მიმართულებით გაუქმდა. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, დედაქალაქიდან 2 ავიარეისი დელის და დამამის მიმართულებით გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისიდან ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ახლო აღმოსავლეთიდან ფრენები შეფერხებით სრულდება. სრულადაა გაუქმებული ავიარეისები ისრაელიდან და ირანიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ისრაელმა დაადასტურა, რომ დასთანხმდა აშშ-ის შეთავაზებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა "უპასუხებს ძალით" თუ ირანი შეთანხმებას დაარღვევს.




























