დღეს, თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება ქალთა მარში. აქციის ორგანიზატორები არიან ქალთა მოძრაობა, საფარი, ქალები საქართველოდან, "კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.
გარდა ამისა, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ერთობლივი მარში.
ხოლო 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება. ისინი პარლამენტთან გათენებას აპირებენ, რათა 25 ნოემბრის დილას დაგეგმილი პარლამენტის I შეკრება გააპროტესტონ.