დღეს, 11:00 საათზე, ცესკოსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის სტუდენტებიც შეუერთდებიან.
საქმე ის არის, რომ ცესკო დღეს ასევე 11:00 საათზე სხდომა გაიმართება, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ.
Facebook-ში შექმნილ ჯგუფში „დაიტოვე“ სტუდენტები, რომლებიც 15 ნოემბერს არჩევნების შედეგებს თსუ-სთან და შემდეგ ილიაუნისთან აპროტესტებდნენ, წერენ:
„სტუდენტების ტალღა დაძრულია!
პროფესორ-მასწავლებლებო, ვიცით, ჩვენთან ხართ, მაგრამ ხმაურის დროა!
ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია“.
აღსანიშნია, რომ არჩევნებს აპროტესტებენ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.