მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა

პარლამენტის შენობა

დღეს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა, რომელიც 12:00 საათზე გაიხსნება.

11:00 საათიდან დაიწყება წერილობითი რეგისტრაცია. პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახალარჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება, ხოლო 12:00 საათზე დაიწყება ახალარჩეული პარლამენტის სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი ლადო კახაძე, როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იყო.

"დღის წესრიგის პირველი საკითხი არის უფლებამოსილების ცნობა. ცესკოს თავმჯდომარეცაა ჩართული ამ პროცესში. მისი მოხსენების შემდეგ, მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შემდეგაც უკვე ყალიბდება ფრაქციები, ეს მოხდება შესვენების დროს. შესვენების შემდეგ უკვე ხდება პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურის და შემდეგ არჩევა. შემდეგ კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება და ამის შემდეგ ხელახალ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

შესაბამისად, პირველ სხდომაზე გვექნება სამი ძირითადი საკითხი: პარლამენტისა და მისი წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა", - წინა კვირაში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კვირის განმავლობაში დღის წესრიგში, ასევე, იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და პოლიტიკოსები მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც დღეს იმართება.

როგორც ცნობილია, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ არ აპირებენ, პარლამენტში შესვლას.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებითაც, არჩევნები გაყალბდა. მისივე თქმით, პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები