მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 საათში ალბათ უკვე ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას... ვნახავთ, [ოპოზიცია] უარს იტყვის თუ არა მანდატებზე - პაპუაშვილი

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ აცხადებს, რომ ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას მნიშვნელობა არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას ორი გზა აქვს უარი თქვან მანდატებზე და ამით თავი დაინგრიონ ან არ თქვან უარი და თავი დაიმცირონ.

"არავითარი მნიშვნელობა, ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს. ეს მათი გადასაწყვეტია და უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი არის. რაც შეეხება იმას, უარს იტყვიან თუ არა მანდატებზე, აი ვნახავთ, 2 საათში ალბათ უკვე ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას და შევხედავთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

უკვე ვხედავთ, რომ მათი მხრიდან სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე. ნახავთ, შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი. ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში ჰგონიათ ამათ პარლამენტში არ შესვლა. დაწერონ განცხადებები და თქვან უარი მანდატზე.

მათ რეალურად აქვთ ორი გზა: ერთი, მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან მეორე, არ დაწერონ განცხადებები, არ თქვან მანდატებზე უარი და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას, დაინგრნენ თუ დამცირდნენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები