მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს, ყველანაირი რეაგირების გარეშე, მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი" - წულუკიანი

თეა წულუკიანი

"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი მედიისთვის დაანონსებული კანონის საჭიროებას განმარტავს. მან საკითხზე "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს, ყველანაირი რეაგირების გარეშე, მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი.

"ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ არსებული რეგულაციები და ინსტიტუტები ეფექტური ვერ არის. მაგალითისთვის საკმარისია, რომ მედიამ თავის თავს მისცეს უფლება იყოს არაკეთილსინდისიერი, დღეს აბსოლუტურად ყველანაირი რეაგირების გარეშე მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი და ეს შემოგვასაღოს სიმართლედ. გეუბნებიან, რომ შენ ხარ ჟირაფი და მე უნდა ვამტკიცო, რომ არ ვარ ჟირაფი. კანონი უნდა გახდეს უფრო მაღალი დონის დამცავი მექანიზმი ყველასთვის",- ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, შეიქმნება შესაბამისი ორგანოები ან არსებული ორგანოების რეფორმირება უნდა მოხდეს, რომ ისინი გახდნენ ეფექტური, რათა საკითხი დარეგულირდეს.

„ოცნება“ მედიის კანონს მიიღებს - შეიზღუდება დაფინანსება, განისაზღვრება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები