„ქართული ოცნება“ მედიის კანონის შემუშავებას და ბაზრის რეგულირებას აანონსებს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს პარლამენტში, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი ძალა კანონის შემუშავებას ხვალიდან დაიწყებს, რომლითაც მედიასაშუალებების საქმიანობა შეიზღუდება და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები განისაზღვრება.
„დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.