მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღევანდელ სხდომაზე დავაყენებ საკითხს იანვარში საქართველოზე სიღრმისეული დისკუსიის შესახებ - კალასი

კაია კალასი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, შეხვედრაზე დააყენებს საკითხს, რომ იანვარში საქართველოს თემაზე სიღრმისეული დისკუსია გაიმართოს. ამის შესახებ მან დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, სადაც სადაც საქართველოზეც იმსჯელებენ.

"საქართველოზე დღეს მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს”, - განაცხადა კალასმა.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები