თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება განათლების სისტემური რეფორმის შესახებ პრემიერის ინიციატივას და ამბობს, რომ ამ პროცესში დიალოგს ალტერნატივა აქვს. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ განათლების სისტემური რეფორმის ფარგლებში მთავრობამ ორი უნივერსიტეტის თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვიტა, რაც გივი მიქანაძის განცხადებით, რექტორებთან კონსულტაციის შედეგად მოხდა. ამ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების პროტეტის მოჰყვა. ორივე უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებები განხილვებში ჩართვას და პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. განათლების მინისტრის მოადგილის შემდეგ თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლებს დღეს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე შეხვდება.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესში განათლების მინისტრისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების ჩართულობა.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მივესალმები. განათლების რეფორმა მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ბოლო წლებში დიდი კრიტიკა მიდიოდა ამ მიმართულებით. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მისასალმებელია ის, რომ განათლების მინისტრი ხვდება უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა. გვინდა, რომ უკეთესი გავხადოთ განათლების სისტემა, დავეხმაროთ მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ამაში ჩართულები უნდა იყვნენ პედაგოგები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ გარეშე ეს არ მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























