მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდ ბრიტანეთს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დარჩენა სურს - გარეტ უორდი

გარეტ უორდი

დიდ ბრიტანეთს სურს, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ის „სელფსა“ და Vodafone-ს შორის პარტნიორობის გაფორმების ღონისძიებას დაესწრო.

არსებული ვითარების ფონზე, საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთს სურს, საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს და ამ მიმართულებით საჭირო რეფორმები გაგრძელდეს.

"დღეს ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ განცხადებას საქართველოს ეკონომიკაში ახალი პარტნიორობისა და ახალი თანამშრომლობის შესახებ [სელფსა“ და Vodafone-ს შორის]. დიდ ბრიტანეთს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა დარჩეს ღია და თავისუფალ ეკონომიკად და უნდა გააგრძელოს რეფორმები ამის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ Vodafone შედის ამ პარტნიორობაში Cellfie-სთან.

იცით, რომ მალე ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები განხორციელდება. British Airways და EasyJet ორივე იფრენენ საქართველოში მარტის ბოლოდან. ასე რომ, გვინდა საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს, კვლავ იყოს ღია და ეკონომიკური რეფორმა იყოს პრიორიტეტი", - განაცხადა დიპლომატმა.

უნდა ველოდოთ თუ არა ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის სანქცირებას? - ელჩის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები