დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის დადგენა 90 წუთში იქნება შესაძლებელი. საუბარია ახალ ტესტებზე, რომელთა გამოყენებაც მომდევნო კვირაში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ახალი ტიპის ტესტებს სეზონური გრიპისა და კორონავირუსის გარჩევა იოლად და სწრაფად შეეძლება. ტესტები კლინიკური ტესტირების პერიოდს არ გაივლიან.
ტესტები თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება საავადმყოფოებში, ხანდაზმულთა სახლებში და სპეციალურ ლაბორატორიებში.
როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სიახლე სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე.
დღეს კორონავირუსის ტესტის შედეგები 24 საათში ხდება ცნობილი. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ამას ორი დღე სჭირდება.