მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდ ბრიტანეთში "ომიკრონის" შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

61b9ac7eac8be
თათია კაკიაშვილი
15.12.21 13:15
632
დიდ ბრიტანეთში "ომიკრონის" შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას BBC ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონის თქმით, კორონავირუსის ახალი, მუტაციური ვარიანტი დაინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რიცხვს ზრდის და საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ახლა მოქალაქეებს შეუძლიათ, კოვიდ-ვაქცინაციის გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერ დოზების მიღებაა. სწორედ ამიტომ, ბორის ჯონსონის თქმით, თვის ბოლომდე ქვეყანაში ყველა ზრდასრული მოქალაქე ბუსტერ-დოზით უნდა იყოს აცრილი.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა 20% ომიკრონის შტამზე მოდის. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბრიტანეთში ომიკრონით ინფიცირების 4,713 დადასტურებული შემთხვევაა.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 54,661 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ბოლო 24 საათში ქვეყანაში 38 პაციენტი დაიღუპა. სპეციალისტების შეფასებით, ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება და სწორედ ამიტომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების კოლოსალურ ზრდას არ გამორიცხავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები