მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება

5db9329322d8b
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 10:48
1197

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარი დაუჭირა - ბრიტანელმა დეპუტატებმა ბორის ჯონსონის შეთავაზება ქვეყანაში არჩევნების 12 დეკემბერს ჩატარებასთან დაკავშირებით, დაამტკიცეს.


Reuters-ის ინფორმაციით, კენჭისყრაზე ვადამდელ არჩევნებს მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, 20 კი, წინააღმდეგი იყო. ახლა კანონპროექტი დასამტკიცებლად ლორდთა პალატას უნდა გადაეგზავნოს.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა Brexit-ის ვადა 3 თვით გაახანგრძლივა და  2020 წლის 31 იანვრამდე გადადო. იმ შემთხვევაში თუ მხარეების ჯონსონი-იუნკერის შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას 30 ნოემბერს ან კიდევ 31 დეკემბერს შეძლებს.



შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადადების თხოვნით 20 ოქტომბერს მიმართა. მიზეზი კი ის გახდა, რომ ევროკავშირთან ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო. მაშინდელი  შეთანხმებით კი, ბრიტანეთს ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები