მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში საპენსიო ასაკის მომატების გადადებას ითხოვენ

61c01b79ab6d5
თათია კაკიაშვილი
20.12.21 22:43
646
დიდ ბრიტანეთში საპენსიო ასაკის მომატების გადადებას ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, პენსიაზე 67 წლის ასაკის მოქალაქეები გადიან, 2028 წლისთვის კი ამ ვადის 68 წლამდე ზრდაა დაგეგმილი, რასაც ბრიტანეთის მოქალაქეები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საპენსიო ვადამ კი არ უნდა მოიმატოს, არამედ პირიქით - 66 წლამდე უნდა ჩამოვიდეს.

ისინი, ვინც ამ იდეის ინიციატორები არიან, ეყრდნობიან ბოლოდროინდელ კვლევებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სიცოცხლისუნარიანობის საშუალო ასაკი შემცირებულია. ითქვა ისიც, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების გამო, მსგავსი საპენსიო ასაკის ცვლილებები მინიმუმ 30 წლის განმავლობაში არ უნდა განხორციელდეს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის სახელმწიფო დონეზე განხილვა სულ ახლახან დაიწყო. ქვეყანაში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 2016 წლის აპრილის შემდეგ მათთვის, ვინც საპენსიო ასაკს მიაღწია, სახელმწიფო პენსია კვირაში 179,60 ფუნტ-სტერლინგს შეადგენს; ხოლო 2016 წლის აპრილამდე ასაკით პენსიონერებისა - კვირაში 137,60 ფუნტ-სტერლინგს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები