დიდ დიღომში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია.
როგორც Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
როგორც გვითხრეს, ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გავრცელების არეალი და მისი გამომწვევი მიზეზი.




























