მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ დიღომში სკვერი ეწყობა - პროექტის ღირებულება ₾1.4 მილიონია

სკვერი

დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე, სკვერი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარია.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო ბილიკი, გამოყოფილია ასევე ველობილიკი, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ატრაქციონების სივრცე, მოეწყობა ფანჩატურები, გაკეთდება სკეიტ მოედანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. ამ ფართიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ტერიტორია, რათა ყველაფერი ჩაგვეტია. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვა, როდესაც დასრულდება განათებების მონტაჟი, დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საბავშვო, სატრენაჟორო და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები, დამონტაჟდება LED განათება და სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეში კი დაირგვება 600-მდე ხე-მცენარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები