მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია რუსულ წყალქვეშა გემებზე ერთად “ინადირებენ”

The Lunna House Agreement

დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის სამეფო საზღვაო ფლოტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფოები ძალების გაერთიანებას და რუსული წყალქვეშა ხომალდების წინააღმდეგ “ნადირობას” გეგმავენ. როგორც ოფიციალურ უწყებებში განმარტავენ, საუბარია არა სამხედრო დაპირისპირებაზე, არამედ რუსული ხომალდების გადაადგილების გამუდმებულ მონიტორინგზე და კრიტიკული მნიშვნელობის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის შესაძლო დივერსიებისგან დაცვაზე. ძირითადი არეალი, რომლის გაკონტროლებაც ბრიტანულ და ნორვეგიულ ხომალდებს დაევალებათ, ატლანტის ოკეანის ის რეგიონები იქნება, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი ობიექტებია განთავსებული.

The Lunna House-ის შეთანხმება, როგორც აღნიშნულ გარიგებას მოკავშირე სახელმწიფოებმა უწოდეს, მოიცავს ზღვაში 13 ახალი, ისეთი გამანადგურებლის ჩაშვებას, რომლებიც წყალქვეშა გემების აღმოჩენაზე იქნებიან გადართული. 8 ბრიტანული და 5 ნორვეგიული ფრეგატები გრენლანდიას, ისლანდიასა და დიდი ბრიტანეთს შორის იმოძრავებენ და ერთმანეთს მუდმივად გაუზიარებენ ინფორმაციას. პარალელურად, ორი სახელმწიფოს საზღვაო ძალების ოფიცრები საერთო გადამზადებას გაივლიან და გაიღრმავებენ ცოდნას საბრძოლო ტექნოლოგიების სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე გაერთიანებული სამეფო და ნორვეგია ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ოფიციალურმა ლონდონმა ბრიტანეთის წყლებში რუსული საზღვაო აქტივობის 30%-იანი ზრდა დააფიქსირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები