მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალ Storm Shadow-ებს გადასცემს

ბრიტანეთი-უკრაინა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტა Storm Shadow-ების ახალ პარტიას გადასცემენ. როგორც მთავრობაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის სიღრმეში სტრატეგიული ობიექტების დაბომბვისთვის უკრაინის ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ლონდონს რაკეტების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განიმარტა, რომ ეს უკრაინის ამჟამინდელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება.

ცნობისთვის, შორ რადიუსზე მოქმედი ერთი Storm Shadows-ს ღირებულება $2.5 მილიონი დოლარია. მართალია, მისი რადიუსი მხოლოდ 250 კილომეტრია, თუმცა ის ტექნოლოგია, რომელსაც რაკეტა იყენებს, უკრაინას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. დაბალ-სიმაღლეზე ფრენის, სივრცეში ადაპტირებისა და მანევრირების შესაძლებლობა Storm Shadow-ს სტრატეგიული მნიშვნელობის იარაღად აქცევს. შეგახსენებთ, 2023 წლის ივნისში სწორედ ამ რაკეტის გამოყენებით მოხერხდა ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის ტერიტორიას შორის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ხიდის მასშტაბურად დაზიანება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები