დიდი ბრიტანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებს გაუგზავნის. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეს არის რაც უკრაინას რუსეთისგან თავის დასაცავად სჭირდება.
"ამის უზრუნველსაყოფად, იგზავნება ბრიტანეთის წარმოების ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა", - დაწერა გრანტ შაპსმა.
Reuters-ის ცნობით აღნიშნული რაკეტების რაოდენობა 200-მდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი. დღის განმავლობაში ასევე დაიბომბა ჩერკესის ოლქის დასახლება სმელიც, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა და 12 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში 158 ერთეული რაკეტა და დრონი გამოიყენეს.