მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის "წითელ სიაში“ მხოლოდ 7 ქვეყანა დარჩა

615febae6a807
თათია კაკიაშვილი
08.10.21 13:06
800
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, 11 ოქტომბრიდან ქვეყანაში Covid-მოგზაურობის „წითელ სიაში“ მყოფი ქვეყნების რაოდენობა 54 -დან 7-მდე შემცირდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პანამა, კოლუმბია, ვენესუელა, პერუ, ეკვადორი, ჰაიტი და დომინიკის რესპუბლიკა  - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც  „წითელ სიაში“ რჩებიან.

გამოცემის ცნობით, „წითელი სიის“ მიღმა რჩება სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია და მექსიკა - ამ ქვეყნებიდან ბრიტანეთში მოგზაურობის მსურველებს 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გატარება სპეციალურ სასტუმროში მოუწევთ.

როგორც ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება განიხილება, როგორც „სტიმული ავიაკომპანიის ინდუსტრიისთვის“, რომელიც ერთ-ერთია იმ სექტორებს შორის, რომელიც COVID-19-ის პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები