მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიდი გადაცდომები არ გამოვლენილა“ – დევიდ კრამერი საერთაშორისო სანქციებსა და საქართველოს კონტექსტზე

გდფგ

თბილისმა წელსაც უმასპინძლა ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობდნენ და რომლის მასპინძლებიც უკვე ტრადიციულად არიან „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.

წელს კონფერენციის სახელწოდება იყო – პუტინიზმის დამარცხება. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემები იყო ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება. წელსაც, შარშანდელის მსგავსად, მოწვევის მიუხედავად, კონფერენციას ქართული ოცნების და მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

„ანალიტიკა“–მ კონფერენციაზე საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა დევიდ კრამერთან – ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორთან. ინტერვიუს დროს კრამერმა ახსენა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდების კონტექსტშიც იყო მოხსენიებული.

აქ უნდა ვთქვათ, რომ ყველა სტრატეგიული პარტნიორი – მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც – ბევრ მაღალჩინოსანთან მქონდა ბოლო პერიოდში ინტერვიუ – ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს ..

- გეთანხმებით. თუმცა, ჯიმ ობრაინმა – სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელმა – მოიხსენია საქართველო, როგორც სანქციებისგან თავის არიდების რისკის შემცველი ქვეყანა. თუმცა, შემდეგ როგორც ჩანს კიდევ უფრო სიღრმისეულად იკვლიეს ეს საკითხი და დიდი გადაცდომები ამ მიმართულებით არ გამოვლენილა.

სანქციების ჯგუფის დაინტერესებაც გასაგებია – საქართველოს საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან და მხოლოდ ესეც საკმარისია ალბათ იმისთვის, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში ავტომატურად ხვდებოდეს.

-დიახ. დიახ. ნამდვილად. თუმცა, ეს არ გამორიცხავს საქართველოში რუსეთის მზარდ გავლენას. რუსი მიგრანტების ნაკადი რომ ავიღოთ – და აქ იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა რუსი ცუდი გავლენის შემომტანია – თუმცა, რუსების რაოდენობა საქართველოსთვის შეიძლება მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები