მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ - კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე

ფეხბურთი
12.06.24 20:30
1036

დიდი იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კახა კალაძემ თქვა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს, რის იმედსაც მას ნაკრების კარგ ფორმაში ყოფნა აძლევს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის. ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. სრულიად საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ქალაქ დიუსელდორფში შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები