მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა

ვიქტორ წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. მის ადგილს კი ნინო ბაგაშვილი დაიკავებს, რომელიც თბილისის მერიაში მუშაობდა.

ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა, მანამდე კი წილოსანი თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. უფრო ადრე 2018-2019 წლებში მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

მანამდე კი 2015-2016 წლებში მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს პირველი კატეგორიის მრჩეველი იყო. ის ამ პოზიციაზე საქართველოს ფოსტიდან მივიდა, სადაც 2012-2015 წლებში გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

ვიქტორ წილოსანს მედიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2010-2012 წლებში ის რადიო უცნობის გენერალური დირექტორი იყო. 2009-2011 წლებში კი ტელეკომპანიას მაესტროს კომერციული დირექტორის პოზიციას იკავებდა. რადიო უცნობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ის 2005-2007 წლებშიც მუშაობდა.

წილოსანი 2002 – 2005 წლებში კომპანია GWS-ის ფინანსური დირექტორი, ხოლო 2007-2009 წლებში სს GLG-ის აღმასრულებელი დირექტორიც იყო.

2000 - 2002 საქართველოს პარლამენტის გადასახადების და შემოსავლების კომიტეტის უფროსი სპეციალისტი იყო.

მან 2000 წელს თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე აღრიცხვის კონტროლის აუდიტის და ეკონომიკის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი დაიცვა და ამავე მიმართულებით 2002 წელს მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები