მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი პასუხისმგებლობაა შევუერთდე “ლიბერთის” კომპეტენტურ გუნდს - ახალი გენდირექტორი

62bc2cd811201
თელარა გელანტია
29.06.22 14:42
1051
სს "ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2020 წლის ნოემბერში აირჩიეს და მას შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ბანკის ხედვის შექმნასა და შესაბამისად, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„ჩემთვის დიდი პატივი და ამასთანავე, პასუხისმგებლობაა შევუერთდე ლიბერთის კომპეტენტურ და ძლიერ გუნდს. გასულ წლებში დაიწყო ლიბერთის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესი, ახალი სტრატეგიული ხედვის განხორციელება და ბანკის წამყვანი, უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის პოზიციაზე განმტკიცება.

გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ზრდა, დავნერგოთ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენს ყველა პროდუქტსა და მომსახურებაში და ვიყოთ ყველა ოჯახის ფინანსური პარტნიორი საქართველოში", - აცხადებს ბექა გოგიჩაიშვილი.

"ლიბერთი ბანკი", ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები