"ლიბერთი ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი „რუსთავის ფოლადის“ დირექტორი გახდა. გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის მფლობელებმა მიიღეს, საჯარო რეესტრში 23 ივლისიდან აისახა. ბექა გოგიჩაიშვილმა იგორ კორიტკო ჩაანაცვლა, რომლის პოსტიდან გათავისუფლებას და ახალი დირექტორის დანიშვნას პარტნიორებმა "კომპანიის საუკეთესო ინტერესები" უწოდეს.
ბექა გოგიჩაიშვილი „ლიბერთის“ გენერალური დირექტორად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და პოსტს „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენამდე (2026 წლის 16 აპრილი) იკავებდა. მანამდე, 2020 წლიდან იყო სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Universal Card Corporation, თიბისი ბანკი, საპარტნიორო ფონდი და Hunnewell Partners (UK) LLP. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და ფინანსებში (University of Sussex, დიდი ბრიტანეთი).




























