დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები ამჟამად აქტიურად რუსეთის ფედერაციისთვის ალმასის ექსპორტის აკრძალვის ინიციატივას განიხილავენ.
Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიო ლიდერები ამჟამად ოთხ განსხვავებულ ინიციატივას განიხილავენ და ყოველი მათგანი ძვირფასი თვლებით ვაჭრობას საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული ფორმით ზღუდავს.
ალმასის, ბრილიანტის და სხვა ძვირფასი თვლების ექსპორტის აკრძალვას რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ექნება, რადგან ამ პროდუქციის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი სწორედ G7-ია, რომელზეც გლობალური მოთხოვნის 70% მოდის.
მხოლოდ ბრილიანტის ექსპორტით რუსეთმა 2021 წელს 7.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი ევროკავშირის, ამერიკისა და იაპონიის ბაზრებზე მოდიოდა.