მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი შვიდეული რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

62bb01df8df18
გიორგი თოლორდავა
28.06.22 17:40
1246
დიდი შვიდეულის წევრები რუსულ ნავთობზე დამატებითი შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობის განხილვაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, კანადისა და იაპონიის ლიდერები მზად არიან, განიხილონ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვის დაწესების შესაძლებლობა, რომლის ამოქმედების შემდეგ, გარკვეულ ფასზე ძვირად გაყიდული რუსული ნავთობის ტრანსპორტირება სრულად აიკრძალება.

აღნიშნული ინიციატივა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება, რადგან ამ სანქციის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთი ვეღარ შეძლებს საერთაშორისო ბირჟაზე გაზრდილი ფასებით სარგებლობას და ენერგეტიკული კრიზისით სარგებლის მიღებას.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეს რუსეთიდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობის საერთო მოცულობა 3%-ით შემცირდა, თუმცა მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით - აღნიშნული სხვაობა საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაძვირებითაა განპირობებული.

G7-ის მიერ ფასის ლიმიტის დაწესების მთავარი მიზანი სწორედ ზემოთაღნიშნული პრობლემასთან გამკლავებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები