მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ კრიპტო სექტორის რეგულაციისთვის საერთო სამუშაო ჯგუფი შექმნეს

დიდი ბრიტანეთი და შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის “მომავლის ბაზრების ტრანსატლანტიკური სამუშაო ჯგუფი” შეიქმნა. საუბარია ახალ ერთობლივ ინიციატივაზე, რომლის მიზანიც კრიპტო სექტორის მიმართულებით რეგულაციების ჰარმონიზაციაა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, ასევე სახელმწიფო ფინანსური რეგულატორები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა უკვე აქტიურად დაიწყო და კრიპტო სექტორში განსახორციელებელი რეგულაციების შესახებ პირველ რეკომენდაციებს 180 დღეში გამოაქვეყნებს. აღნიშნულ პერიოდში ისინი მოამზადებენ მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის დოკუმენტს. ასევე, განიხილავენ, რა სახის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა არის შესაძლებელი, რათა ბიზნესისთვის ორივე ქვეყანა თანაბრად საინტერესო იყოს.

დადებული შეთანხმების უპირველესი მიზანი კრიპტო-სფეროში დიდი ბრიტანეთის პოზიციების გამყარება იქნება. როგორც ცნობილია, ამერიკის ხელისუფლებამ ამ კუთხით ნაბიჯები უკვე გადადგა. სავარაუდოდ, მოხდება შეხვედრა შტატების ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტსა და მის ბრიტანელ კოლეგა, კანცლერ რეიჩელ რივსს და გამოცდილებას გაუზიარებს. როგორც ცნობილია, კრიპტო ინდუსტრია დიდ ბრიტანეთში საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, ეს კი ბაზრის დატოვების სურვილს არაერთ ბიზნესს უჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები