მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდმა ბრიტანეთმა Postv და იმედი დაასანქცირა

იმედი

რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელევიზია Postv და "იმედი" დაასანქცირა.

როგორც ბრიტანეთის მთავრობის გვერდზეა გამოქვეყნებული ისინი რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით დასანქცირდნენ.

სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

"იმედისა" და პოსტვ-ის სანქცირებას ბრიტანეთის მთავრობა ასე ასაბუთებს:

ისინი ძირითადად საქართველოში მყოფი აუდიტორიისთვის ავრცელებენ და წარსულშიც ავრცელებდნენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. ეს კი მხარს უჭერს ან წაახალისებს ისეთ პოლიტიკასა თუ ქმედებას, რომელიც იწვევს უკრაინის დესტაბილიზაციას, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს ისეთი შინაარსის მასალებს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და თითქოს უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ".

2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები