მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა

62b478a280746
გიორგი თოლორდავა
23.06.22 18:30
1116
უკრაინაში შეჭრის გამო, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომელიც ეკონომიკურ და სავაჭრო შეზღუდვებს მოიცავს.

სანქციების ახალი პაკეტი რუსეთში გარკვეული სახის ტექნიკისა და საქონლის ექსპორტს კრძალავს. გარდა ამისა, შეიზღუდება ფინანსური სერვისების მიწოდება და გირვანქა სტერლინგსა და ევროში დენომინირებული ბანკნოტების რუსეთისთვის მიწოდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალება ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ექსპორტი; ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება; საზღვაო პროდუქციის ექსპორტი და კრიტიკულ ინდუსტრიებში გამოყენებადი ტექნიკისა და პროდუქტების მიწოდება.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული თვითმფრინავის საწვავისა და მისი დანამატების ექსპორტიც.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია: პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი, უმსხვილესი რუსული ბანკები, კომპანიები და სახელმწიფო საწარმოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები