გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციას დღეს 65 ახალი სანქცია დაუწესა, მათი ძირითადი ნაწილი კი ქვეყნის საბანკო-საფინანსო და სტრატეგულ სექტორებზეა მიმართული.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სია ახლა უკვე 1 000-მდე რუსუი კომპანიას და ინდივიდს მოიცავს.
„ეს ოლიგარქები, ბიზნესმენები და მათ მიერ დაქირავებული ავაზაკები უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის თანამონაწილეები არიან და მართებულია, რომ მათ ამის გამო პასუხისგება უწევთ“ - განაცხადა ტრასმა.
სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ პირებს და ორგანიზაციებს გაეყინებათ აქტივები და ბრიტანულ კომპანიებს აკერძალებათ მათთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, მათ შეეზღუდებათ გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის უფლება.
დღეს დაწესებული სანქციები შემდეგ ორგანიზაციებს და პირებს შეეხო:
1. ALFA-BANK JSC - რუსეთი ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკი.
2. Alrosa - ალმასის და ბრილიანტის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია.
3. ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი, მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს.