მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა

russ

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ფართო მასშტაბის სანქციები დააანონსა, რომელიც მიზნად რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებს იღებს. ახალი სანქციები, რომლებიც ევროკავშირთან კოორდინაციითა და სანქციების მე-17 პაკეტთან ერთად მომზადდა, მოსკოვზე წნეხის გაზრდას ემსახურება.

ბრიტანეთის განცხადებით, 100 ახალი სამიზნე სუბიექტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები პირდაპირი პასუხია გასულ კვირას უკრაინის ქალაქებზე მიტანილი რუსული საჰაერო იერიშზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

ახალი ზომები მიზანში იღებს რუსული იარაღის სისტემათა მიწოდების ჯაჭვს, კრემლის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო ოპერაციებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

"მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დასთანხმდეს სრულ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დაუყოვნებლივ, რათა შედგეს მოლაპარაკებები ხანგრძლივ მშვიდობაზე. მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ სამშვიდობო ძალისხმევის გადადება მხოლოდ გააორმაგებს ჩვენს მიერ უკრაინის დასახმარებლად მიღებულ ზომებს და პუტინის საომარი მანქანის შესაზღუდად მიღებულ სანქციებს", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სანქციების ქვეშ უკვე მეორედ მოექცა ჯგუფ "სოციალური დიზაინის სააგენტოს" ყველა დონე - ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს და ევროპის ქვეყნებში პროტესტის გაღვივებას უწყობს ხელს. დასანქცირდა 64 ფინანსური ინსტიტუტიც, მათ შორის დეპოზიტის დაზღვევის რუსული სააგენტო, რომელიც რუსულ ბანკებს აზღვევს.

სანქციების სიას შეემატა 18 ახალი გემი, რომლებიც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წევრებად გამოაცხადეს. მიიჩნევა, რომ რუსეთი "ჩრდილოვანი ფლოტის" გამოყენებით ცდილობს დასავლური სანქციების თავიდან არიდებას და ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეუფერხებლად გასაგრძელებლად. დასანქცირდნენ ამ გემებთან დაკავშირებული პირებით, მათ შორის ორი ტანკერის კაპიტნებიც.

ამასთან, ბრიტანეთი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რუსული ნავთობის გასაყიდად დაწესებული $60-დოლარიანი მაქსიმუმი კიდევ უფრო შეამციროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები