მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიღმის ჭალები, "ჭკვიანი შუქნიშნები", მეტროს ვაგონები - რას გეგმავს მერია 2022 წელს აღებული სესხით?

61c9d482a8637
ინგა მურუსიძე
27.12.21 19:15
654
თბილისის მუნიციპალიტეტი სესხის საშუალებით ტრანსპორტის შესყიდვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და დიღმის ჭალებში პარკის მოწყობას გეგმავს.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

"სესხების ნაწილს რაც შეეხება, 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი - ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი - პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ - ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, 8 მლნ ლარი - დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ: ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს თბილისის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. მისი თქმით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი, ჯამში, მილიარდ 545 მლნ ლარი იქნება.

"თბილისში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების ჯამი გახლავთ მილიარდ 545 მლნ ლარი. აქედან საბიუჯეტო ნაწილი არის მილიარდ 305 მლნ ლარი, ხოლო დანარჩენია სესხის ნაწილი, რომელიც შეადგენს 240 მლნ ლარს“, - თქვა ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები