მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებული მოცულობა 1.8 მლრდ ლარი იქნება - რაში დახარჯავს მერია დამატებულ 100 მლნ ლარს?

ირაკლი ხმალაძე

“დედაქალაქის ბიუჯეტი წარდგენილია საკრებულოში და განსაზღვრულია 1 700 912 000 ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 68 779 000 ლარითაა გაზრდილი”- ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი 2024 წლის ბიუჯეტი პირველადია და ის აუცილებლად დაკორექტირდება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ უპასუხა. როგორც ხმალაძე ამბობს, დედაქალაქის მთავრობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონ ლარს მიიღებს, შესაბამისად, დაკორექტირებული ბიუჯეტის მოცულობა 1.8 მლრდ ლარი იქნება. ხმალაძის თქმით, ეს თანხა მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვას და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას მოხმარდება.

“ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მივიღებთ დამატებით 100 მილიონ ლარს და ჯამურად 2024 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იქნება 1,8 მლრდ ლარით. პროექტებთან დაკავშირებით პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი პროექტი დაიწყო, რომელიც გადადის 2024 წელს მათი დასრულება. შესაბამისად, ახალი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული მუხლის დიდი ნაწილი მოემსახურება ამ პროექტების დასრულებას. ეს იქნება ახალი ავტობაზის მშენებლობა და ახალი ავტობუსების შემოყვანა.

იმ თანხით, რომელსაც დამატებით მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობისგან 100 მილიონი ლარის ოდენობით მოხმარდება ახალი პროექტების განხორციელებას. ერთ-ერთი ასეთი იქნება რუსთაველის გამზირის შენობების რეაბილიტაცია, რაზეც ყველა დამეთანხმება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია და გასულ კვირას ასევე დაანონსდა ახალი მეტროს ვაგონების შესყიდვა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით მოემსახურება”, - აცხადებს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.

ცნობისთვის, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულომ შენიშვნებით უკვე დაუბრუნა თბილისის მერიას. დაკორექტირებული დოკუმენტი მერიამ თბილისის საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა გადაუგზავნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები